Friday, 22 March 2013

კომპიუტერი და წიგნი

1) პროექტის სახელი– კომპიუტერი და წიგნი "თინეიჯერებში"
2) პროექტის მოკლე აღწერა– მოსწავლეები იკვლევენ თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს კომპიუტერმა და რა – წიგნმა. შესაძლოა თუ არა წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლება და ეს აუცილებლობას წარმოადგენს თუ არა. რამდენად არის შესაძლებელი წიგნის და კომპიუტერის შეთავსება.
3) პროექტის სრული აღწერა– მოსწავლეები ეცნობიან წიგნის და ცალკე კომპიუტერის წარმოშობის ისტორიას, თუ რა გზა განვლო დღემდე, გაეცნობიან ერთი და იგივე ინფორმაციას მათთვის სასურველ თემაზე წიგნში და კომპიუტერში და გაავლებენ პარალელს, გამოიკვლევენ თუ რამდენად შესაძლებელია კომპიუტერის ცოდნამ ხელი შეუწყოს წიგნის გავრცელება– განვითარებას , ასევე დაადგენენ აქვს თუ არა უარყოფითი მხარე წიგნის და კომპიუტერის გადაჭარბებით გამოყენებას და შეისწავლიან რა მდგომარეობაში არის შესაძლებელი წიგნის კითხვა და კომპიუტერთან მუშაობა რომ ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.
4) მონაწილეთა ასაკი / კლასები –IX-XII კლასებში
5) ვადები / ხანგრძლივობა : 4–5 თვე
6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში : მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას წიგნზე და კომპიუტერთან მუშაობის წესებზე და თავისებურებებზე, მათი გამოყენების მრავალფეროვნებაზე .
7) მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ვიდეო მასალას , წიგნის ან რაიმე კომპიუტერული პროგრამის პრეზენტაციას, მოაწყობენ საქველმოქმედო საღამოებს ან აქციებს სხვადასხვა თემაზე , გამართავენ საჯარო დისკუსიას ან მიიღებენ მონაწილეობას კონფერენციებში,
8) სარგებელი სხვებისთვის : საქველმოქმედო საღამოებიდან შემოსული თანხით დაეხმარებიან ლეიკემიით დაავადებულ თანატოლებს და პატარებს.
9) სამუშაო ენა : ქართული, ინგლისური
10) საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ქართული-თემის არჩევა, ისტორია-წიგნის და კომპიუტერის წარმოშობა, ხელოვნება-მხატვრულად და მუსიკალურად პრეზენტაციების გაფორმება, ბიოლოგია- მოზარდის სხეულის გამოკვლევა წიგნთან და კომპიუეტრთან ჯდომის პროცესში.
კვლევა–ძიების უნარის განვითარება , ინფორმაციის მოპოვება , დამუშავება , სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის გამოყენება.
11) მონაწილეები სხვა სკოლებიდან :
თბილისის 107–ე სკოლა
თბილისის 168-ე სკოლა
12) პროექტის ფასილიტატორის სახელი :
ნანა მოსეშვილი –107 –ე სკოლის მუსიკის პედაგოგი
13) პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა :
nanabel2410@gmail.com
14) პროექტის ვებ.გვერდი /ბლოგი :
http:// nanabel24.blogspot.com/